ახალი ამბები

პროფესიონალების გათავისუფლება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ეროვნულ კოლექციებს – ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი

პროფესიონალების გათავისუფლება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ეროვნულ კოლექციებს – ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივ ორგანიზაციას წარმოადგენს. განცხდებას უცვლელად გთავაზობთ:


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მრავალმხრივი ღირებულებების მატარებელი შენობისა და მასში დაცული ეროვნული საგანძურის შენარჩუნების ამოცანა უმნიშვნელოვანესია, რადგანაც საქმე ეხება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას. აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი, პროფესიულ

ცოდნასა და კეთილსინდისიერებაზე დაფaaუძნებული გადაწყვეტილებები ისტორიული შენობისა და მასში დაცული კოლექციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩვენმა ორგანიზაციამ, ICOM-ისა და ICOMOS-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტებთან ერთად გასული წლის 30 ივლისს გაავრცელა საჯარო განცხადება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებით.

გასული წლის 7 აგვისტოს, ჩვენ აგრეთვე მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა ICOMOS, ICOM, საერთაშორისო ლურჯი ფარი, სმითსონის ინსტიტუტი (აშშ), ევროპა ნოსტრა და მსოფლიო ძეგლთა ფონდი (WMF), რათა ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვისაც გვეცნობებინა მუზეუმის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ და გვეთხოვა მათი მხარდაჭერა.

მას შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ადევნებს თვალს მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ამ დროისთვის, ჩვენთვის ცნობილია, რომ კულტურის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა და განხილვის პროცესშია შენობის კონსტრუქციული

გამაგრების პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცაღა, დღემდე პროფესიული საზოგადოებისთვის უცნობია, მზადდება ან მზად არის თუ არა:

1. მუზეუმის შენობის კონსერვაციის გეგმა – რომელიც უნდა მოიცავდეს მულტიდისციპლინურ კვლევებს, მათ შორის სახელოვნებათმცოდნეო, შენობის სტრუქტურული მდგრადობის, ფიზიკური მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებასა და ანალიზს და კონსტრუქციული გამაგრების, რესტავრაციისა და ადაპტაციის დეტალურ მეთოდოლოგიას.

მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი კოლექციების გადაადგილების გეგმა. საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების მიხედვით კოლექციების გადაადგილების გეგმა კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არა მხოლოდ იმის შესახებ თუ სად მოხდება კოლექციების დროებით განთავსება და როგორია კოლექციების გადატანის ვადები (როგორც ეს იყო მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ კოლექციების გადაადგილების გეგმაში) არამედ:

– თუ რა პერიოდის განმავლობაში დარჩება კოლექციები დროებით საცავში(სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორც საცავის შერჩევა, ისე გარემო პირობების მოწყობა და კოლექციების შენახვის მეთოდი);

– კონკრეტული კოლექციისათვის ტრანსპორტირებისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალს და ტრანსპორტირების მეთოდებს (საფრთხე რომელიც მყისიერია ქაღალდის საფუძვლის კოლექციისათვის შეიძლება არც ისე აქტუალური იყოს ქვის რელიეფების კოლექციისათვის) ;

– დროებითი საცავის მოწყობის პოლიტიკას (რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კოლექციების ტიპს, ექსპონატების დაცულობის მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებული რისკების ანალიზს)

● შენობა/სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს და არ

უნდა შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს კოლექციებისათვის;

● დროებითი საცავის ავეჯი და გარემო პირობები (ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, განათება) უნდა შეესაბამებოდეს სამუზეუმო

სტანდარტებსა ან/და კოლექციებისთვის ჩვეულ გარემოს;

● კოლექციების დასაცავად დროებით საცავში მიღებული უნდა იქნას უსაფრთხოების ზომები (ხანძრის და შეჭრის საწინააღმდეგო სისტემები, უწყვეტი ვიდეო მეთვალყურეობა თუ სხვა);

– ყველა შესაძლო რისკის ანალიზს, რაც შეიძლება დაემუქროს კოლექციებს, პროცესის ყველა ეტაპზე, პოტენციური რისკების შეფასების, შემცირებისა და პრევენციის გზებს; ასევე იმ საფრთხეებს, რომლებიც დადგება თუკი კოლექციები დარჩება დროებით საცავში იმაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმის მიხედვით იქნა განსაზღვრული; მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ კოლექციების გადაადგილების გეგმაში)

– კოლექციების ახალ საცავში გადატანის მარშრუტს, ტრანსპორტირების გზებსა და პროცესში მონაწილე პირების როლებს;

– გეგმაში უნდა იქნას მითითებული – თუ ვინ და რა მეთოდით ჩაატარებს კოლექციების გადატანის პროცესის დოკუმენტაციას.

მიგვაჩნია, რომ ხსენებულ გეგმებზე სამუშაოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური ჯგუფების აქტიურად ჩართვა. ამის საპირისპიროდ ვიგებთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს სამინისტრო ათავისუფლებს სამსახურიდან, რაც მიუღებელია და საფრთხეს უქმნის როგორც ეროვნულ კოლექციებს, ისე პროფესიონალი კადრების შრომითი უფლებების დაცვას. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ფასდაუდებელი გამოცდილების მქონე კოლექციების კურატორების დაკავებული პოზიციებიდან განთავისუფლებით პროცესი ავტომატურად კარგავს წარმატებულად განხორციელების შანსს. რადგან სწორედ მათ აქვთ ის არადოკუმენტირებული ინსტიტუციური ცოდნა და ინტუიცია ნიუანსების მიმართ, რომელთა გათვალისწინება უზრუნველყოფს კოლექციების გრძელვადიან, ადეკვატურ დაცვას.

აგრეთვე, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების რეგულარული ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.