ახალი ამბები

დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი

დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ახალი ანტიპუტინისტური მოძრაობა იღებს – პონომარევი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატი ილია პონომორევი ამბობს, რომ დარია დუგინას აფეთქებაზე ახალი, ანტიპუტინისტური დაჯგუფება იღებს პასუხისმგებლობას.

„ეროვნული რესპუბლიკური არმია“ – პონომორევის თქმით, ასე ჰქვია ახალ პარტიზანულ მოძრაობას, რომლის მიზანი კრემლის რეჟიმის დამარცხებაა.

პონომორევი პირველი იყო, ვინც ეს ინფორმაცია მოძრაობის წევრებზე დაყრდნობით მის Youtube არხზე – Утро Февраля გაავცელა. უკვე შემდგომ, მანიფესტი გამოაქვეყნა თავად ორგანიზაციამ ტელეგრამის ანგარიშზეც.

„ჩვენ, რუსეთის აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ამჟამად პარტიზანები და „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის“ მებრძოლები კანონს მიღმა ვაყენებთ ყაჩაღებსა და რუსეთის ხალხთა დამანგრევლებს.

ჩვენ ვაცხადებთ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო და უგულვებელყო კონსტიტუცია, რომელმაც წამოიწყო ძმის მკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რომელმაც გაწირა რუსეთის სამხედროები უაზრო სიკვდილისთვის,“ – წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობის მიზანია რუსეთის და მისი მეზობლების განადგურების შეჩერება. „ეროვნული რესპუბლიკური არმია“ აცხადებს, რომ მოძრაობა „აქციებს ჩაატარებს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ“ და თავს არ დაესხმება მშვიდობიან მოქალაქეებს.


20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს დარია დუგინა მანქანაში ააფეთქეს. დარია დუგინა მამის – ალექსანდრ დუგინის მსგავსად რუსი პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში შეჭრას.

ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანაში ააფეთქეს – რა არის ცნობილი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.