ახალი ამბები

სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე

სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, მომზადდა სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული.

როგორც ვრცელ კრებულში ვკითხულობთ, ეს არის კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, I-VI კლასებში.

წიგნი შეიცავს კითხვისა და წერის სწავლება-სწავლის ინოვაციური (დაბალანსებული, ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების შესაბამის მეთოდებსა და აქტივობებს. იგი შექმნილია კითხვის სწავლების ტრენინგპროგრამის მასალაზე დაყრდნობით. წიგნში ასახულია ბოლო ათწლეულების საერთაშორისო მიღწევები განათლების სფეროში მიმდინარე კვლევებისა და სასწავლო პრაქტიკის მიმართულებით.

ავტორების თქმით, წარმოდგენილი მასალა ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებს განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესრულებაში.

კრებულში განხილული საკითხები:

I. კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი საკითხები;
II. ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
III. ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლება;
IV. გაწაფული/გამართული კითხვა;
V. ლექსიკური მარაგი;
VI. გაგება-გააზრება;
VII. წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე;
VIII. განმავითარებელი შეფასება.

იხილეთ კრებული: კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.