ახალი ამბები

კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო რეჟიმს მიესალმება

კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო რეჟიმს მიესალმება

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს რომ მიესალმება, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს აღადგენს და უვიზო მიმოსვლას დააწესებს.

კალაძე აცხადებს, რომ ყველა ზემოაღნიშნული სანქცია რუსეთმა ცალმხრივად დაუწესა საქართველოს და მათივე გადასაწყვეტია რას მოიმოქმედებენ ამასთან დაკავშირებით:

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული. სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მივესალმებით თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის,“ — აცხადებს კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს უკავშირდება.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების საკითხს რუსეთი დროდადრო ააქტიურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

აღნიშნული თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა გუშინ, 22 მარტს, როცა დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ვიზების გაუქმების საკითხი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა.

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.