მეგობარი, რომელიც სულ ჩვენ გვერდით იყო – ზელენსკი კიკაბიძეზე
![მეგობარი, რომელიც სულ ჩვენ გვერდით იყო – ზელენსკი კიკაბიძეზე](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/01/zelenski2.jpg)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას განცხადება მიუძღვნა.
„ვახტანგ კიკაბიძე – მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო. დიადი ხალხის დიადი კაცი. ყველასთვის სამაგალითო, ლეგენდარული ადამიანი.
ნათელი ხსოვნა ხელოვანს, ვუსამძიმრებ მის საყვარელ ადამიანებს,“ – წერს ზელენსკი ფეისბუკზე.
დღეს 15 იანვარს 84 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.
Комментарии в Facebook