ახალი ამბები

როგორ და რამდენ ხანში აიღებთ ატესტატს თუ ექსტერნის გამოცდები ჩააბარეთ – პროცედურა

როგორ და რამდენ ხანში აიღებთ ატესტატს თუ ექსტერნის გამოცდები ჩააბარეთ – პროცედურა

ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის გამოცდები 26 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდა. შედეგების გასაჩივრებისთვის კი მათ 5 დღე ექნებათ.

როგორია შემდგომი პროცედურები და როდის შეუძლიათ ატესტატის აღება მათ, ვინც ექსტერნატის ფორმით დამამთავრებელი კლასის გამოცდებს ჩააბარებს, ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 12 ოქტომბერს მიაწოდეს.

ატესტატის ასაღებად დაახლოებით ერთი თვე ლოდინი მოგიწევთ, რადგან, როგორც EMIS-ში განგვიცხადეს, ვიდრე შედეგების გასაჩივრების შემდეგ, აპელაციის შედეგებიც არ დამტკიცდება, იქამდე შესაბამის ბაზაში ვერავინ მოხვდება.

„5 დღის ვადაში შეუძლიათ თავიანთი მიღებული შედეგების გასაჩივრება. აპელაციის შედეგები რომ დამტკიცდება, მერე აიტვირთება მონაცემები ჩვენს ბაზაში. შედეგები სკოლებმა უნდა გააგზავნონ საგანმანთლებლო რესურსცენტრში. თავის მხრივ, რესურსცენტრმა ეს შედეგები უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც, ერთად შეკრებს ყველა მონაცემს და ჩვენ გამოგვიგზავნის. ამას სჭირდება დრო. ზუსტი თარიღი არ ვიცით. ვისაც ამ შედეგების ატვირთვის დრო აინტერესებს, ჩვენ უნდა დაგვიკავშირდეს. გადავამოწმებთ, არის თუ არა მისი სახელი და გვარი შეტანილი ბაზაში, რის შემდეგაც შეეძლება მივიდეს იუსტიციის სახლში და ატესტატი აიღოს“, – აგვიხსნეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ასევე იხილეთ:

„ჩემი სკოლა მატყუებს!“ – წარჩინებული მოსწავლის წერილი, რომელსაც სკოლა საჩუქარს არ გადასცემს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.