300 ლარი პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხვის და 700 მისი დამთავრების შემდეგ – კიდევ ვის შეეხება ფულადი ჯილდოები, რომელიც ცაგერის მერიამ დაამტკიცა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დაამტკიცა.

როგორც 11 იანვარს, საკანომდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის კონკრეტული სოციალური დახმარების გაცემა განხორციელდება, ფულადი დახმარების მიმღებთა სია ვრცელია.

დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წელიწადში ერთხელ გაიცემა დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთის, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობით (სრულწლოვანების მიღწევამდე). ასევე, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი გასცემს თანხას 500 ლარის ოდენობით, სამი ტყუპის შემთხვევაში თანხა იზრდება და 1000 ლარია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია ფულადი დახმარება განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18-წლამდე ასაკის პირებისთვისაც. ფინანსური დახმარება შეადგენს 300 ლარს და გაიცემა ერთჯერადად. გარდა ამისა, ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობელი და 18 წლამდე ასაკის ბავშვებიც, რომლებიც დედ-მამით ობოლნი არიან, მათი დახმარება 400 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ფულადი დახმარება გაიცემა წარმატებულ სტუდენტებზეც და მათი წახალისების მიზნით, გაიცემა ჯილდო არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100% გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფინანსური წახალისება, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვოს სახელმწიფო გრანტის 100%. ერთ კურსდამთავრებულზე გასაცემი ჯილდო არაუმეტეს 1000 ლარისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

განსაზღვრულია იმ დოკუმენტების სიაც, რომელიც სტუდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი 100% გრანტის მოპოვების შესახებ.

ასევე, პროფესიული სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტი ფულადი დახმარებას გასცემს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვისაც, კონკრეტული დათქმით.

„დახმარება განისაზღვროს ორ ეტაპად: სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამთავრების შემდეგ – 700 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

  • აგანცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ცნობა აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ (დიპლომის ასლი-დამთავრების დროს დამოწმებული ნოტარიულად);
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბრძანება.

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.