ახალი ამბები

2022 წლის პროფესიული ტესტირების განრიგი დამტკიცდა

2022 წლის პროფესიული ტესტირების განრიგი დამტკიცდა

პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2022 წლის 6 სექტემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება, ამ ინფორმაციიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (emis) განუმარტეს, გამოცდებზე 16400 მეტი მსრურველია რეგისტრირებული.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ტესტურ დავალებათა ნიმუშები პროფესიული ტესტირებისთვის

საგამოცდო პროგრამები პროფესიული ტესტირებისთვის

ბარათის მისაღებად, აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ტესტირებაზე – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი და კალამი.

სამინისტროს ცნობით, 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების თარიღები შემდეგნაირად განისაზღვრა:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი): 6 სექტემბერი

წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება:  7 სექტემბერი

საბაზო ზოგადი უნარები:  7 – 8 სექტემბერი

შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით.

2022 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.

რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50 და ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო 2 საათია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.