რობინ დანიგენი ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩად წარადგინა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა.
რობინ დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ახალი ელჩის წარდგენაზე თეთრმა სახლმა განცხადება 13 თებერვალს გაავრცელა.
მანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
ამერიკის ხმის ცნობით, სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას; მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურის გარდა, საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.
პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს, მანამდე მოსმენები გაიმართება.
ამჟამად საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანია, რომელსაც ვადა ეწურება.