წინასაანბანო პერიოდი, უცხო ენა, სიახლეები სწავლებაში – 10 ვიდეოგანხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებულ ვიდეოგანხილვებს აქვეყნებს, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრა/სემინარების ფორმატში მასწავლებლებისთვის უკვე ჩატარდა.
23 თებერვლის მონაცემებით, კომპლექსური დავალების შესახებ სამინისტრომ 8 ვიდეოსემინარი გამოაქვეყნა, რომელშიც კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნის ან მისი მნიშვნელობის კონტექსტშია განხილული.
იხილეთ ვიდეოსემინარების არქივი:
წინასაანბანო პერიოდი, როგორც საფუძველი წიგნიერების უნარების განსავითარებლად
პირველი უცხო ენა – სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება
ცხოვრებისეული მაგალითების განხილვა მოქალაქეობის სავლა-სწავლების მაგალითზე – ნიკო სილაგაძე
სიახლეები ბუნებისმეტყველების სწავლებაში
ხელოვნება: თემატური მატრიცა, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინსტრუმენტი – დაწყებითი საფეხური
ინკლუზიური განათლება: მოსწავლის ჰოლისტური შეფასება
კომპლექსური დავალებისთვის
ბუნებისმეტყველება: კომპლექსური დავალების რაობა და მისი განხორციელება
მეორე უცხო ენა: ხუთი საგანმანათლებლო პრინციპის გააქტიურება კომპლექსურ დავალებაში
ქიმია: როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების პირობა და შეფასების კრიტერიუმები
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების ჯგუფი განმარტავს, საგნობრივი შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და პრობლემური საკითხების განხილვას გულისხმობს.
ასევე იხილეთ:
კომპლექსური დავალება სხვადასხვა საგნებისთვის – რვა ვიდეოგანხილვა განათლების რეფორმის ფარგლებში