სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, აწსუ 13 აპრილს ონლაინ ვიქტორინას ჩაატარებს
საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი IX-XII კლასების მოსწავლეებს 2023 წლის 13 აპრილს, 14 საათზე, გიწვევთ ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად.
ჩაერთე ვიქტორინაში, შეამოწმე რამდენად კარგად გახსოვს ქართული ენისა და დამწერლობის საკითხები. არ გაუშვა შანსი, მიიღო სამახსოვრო საჩუქრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან!
გამარჯვებული იქნება ის, ვინც შეკითხვებს სწორად და ყველაზე სწრაფად გასცემს პასუხს.
ყველა, ვინც შეძლებს, ვიქტორინის შეკითხვებს სწორად უპასუხოს, დაჯილდოვდება სერტიფიკატით.
ვიქტორინის შეკითხვები გამოქვეყნდება 13 აპრილს, 14:00 საათზე, ჩვენს Facebook გვერდზე.
ვიქტორინისთვის განსაზღვრული დრო – 30 წუთი.
ვიქტორინა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში და ეძღვნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს.
გისურვებთ წარმატებებს!