ახალი ამბები

ივნისიდან მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება

ივნისიდან მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება

ივნისიდან საქართველოში ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება. პირველ ეტაპზე გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყებენ.

ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარემოსდაცვითი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ, თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, ფიზიკური პირი პირველ ეტაპზე 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.

მისი თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებას გააჩერებენ და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმებენ. პირველ ეტაპზე ავტომობილების შესამოწმებლად 10 ეკიპაჟი იმუშავებს.

„პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და შემოწმდება. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც, რომელიც გზებზე მოძრაობენ და ხილული გამონაბოლქვი არ აქვთ, ჩვეულებრივად დაექვემდებარებიან აღნიშნულ წესს.

ჩვენს ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნება“, – განაცხადა ტარიელ ირემაძემ.

მისი თქმით, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაუდგინდება მავნე ნივთირებების გადაჭარბება და მისი მესაკუთრე ამას არ დაეთანხმება, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ავტომობილის გადაყვანა უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში. თუ ტექინსპექტირების ცენტრში შემოწმების შემდეგ სხვა შედეგი იქნება, მაშინ ჯარიმის ანულირება მოხდება და მესაკუთრეს გავლილი ტექინსპექტირების საფასურის გადახდაც აღარ დაეკისრება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.