ახალი ამბები

ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი “აბსოლუტურად”  დასუსტდა პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ – CNN

ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი “აბსოლუტურად”  დასუსტდა პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ – CNN

CNN-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “აბსოლუტურად” დასუსტდა მოკლევადიანი აჯანყების შედეგად.

CNN ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ  ბაიდენი და მისი გუნდი აქამდე ძალიან ფრთხილი იყვნენ პრიგოჟინის აჯანყების შეფასებისას, რათა არ მიეცათ საბაბი შეთქმულების თეორიების განსამტკიცებლად, თუმცა დღეს ბაიდენმა განავრცო თავისი მოსაზრება პუტინის შემცირებულ ძალაუფლებაზე.

კითხვაზე, დასუსტდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ბაიდენმა თქვა: ”აბსოლუტურად”. თუმცა პუტინის დასუსტების მასშტაბზე კითხვის პასუხად თქვა, რომ “ძნელი სათქმელია”.

“ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს”.


პრიგოჟინის ერთდღიანი „ამბოხი“ სამშვიდობო შეთანხმებით შეჩერდა, მისმა მებრძოლებმა უსაფრთხოების შესახებ „გარანტია“ მიიღეს, თავად პრიგოჟინს კი ბელარუსში წასვლის პირობა მისცეს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ვაგნერელებს” სამი არჩევანი აქვთ: მათ შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან ბრძოლაზე და დაბრუდნენ სახლებში ან წავიდნენ ბელარუსში.
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.