ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები
9 სექტემბერს გაიმართა ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია. საუკეთესო ფილმისთვის ოქროს ლომი გადაეცა იორგოს ლანთიმოსის ფილმს – „Poor Things”.
![ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/09/11706149.jpg)
იორგოს ლანთიმოსი ოქროს ლომით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI
გრან პრი გადაეცა რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმს – „ბოროტება არ არსებობს (悪は存在しない )”, ხოლო საუკეთესო რეჟისორად დასახელდა მატეო გარონე ფილმისთვის – „Io Capitano”. მატეო გარონეს ფილმში განსახიერებული როლისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც მსახიობად დასახელდა – სეიდუ სარრი.
![ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/09/11706030.jpg)
მარცხნიდან – სეიდუ სარრი და მარეო გარონე პრიზებით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI
სპეციალური ჟიურის პრიზი გადაეცა აგნიეშკა ჰოლანდს ფილმისთვის -„მწვანე საზღვარი”. საუკეთესო სცენარისთვის კი დაჯილდოვდნენ გილერმო კალდერონი და პაბლო ლარრაინი ფილმისთვის – „El Conde”.
![ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/09/11706208.jpg)
აგნიეშკა ჰოლანდი ჟიურის სპეციალური პრიზით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI
საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა კეილი სპენი ფილში „პრისცილა” განსახიერებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაცად კი დასახელდა – პიტერ სარსგაარდი ფილმისთვის – „Memory”.
![ცნობილია ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებულები](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/09/11706189.jpg)
კეილი სპენი ვოლპის თასით. ფოტო: EPA-EFE/ETTORE FERRARI