ახალი ამბები

“ოცნების” პირველი კომენტარი ფარცხალაძის სანქცირებაზე

“ოცნების” პირველი კომენტარი ფარცხალაძის სანქცირებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ბოლო 10 წელია არავითარ თანამდებობას აღარ იკავებს საქართველოს მთავრობაში. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტში მოხვდა და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, რასთან გვაქვს საქმე.

“ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არავითარი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან. შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რათა გაირკვეს, რაზეა საუბარი.

რუსეთის მიმართ სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება შესაბამისად და მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა დაშვებული არ იყოს. ამ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, ეს სანქცია, ყოველ შემთხვევაში რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებშია მოხვედრილი ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებული პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.