კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი – 22 მარტი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი და ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.78%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 447,
- აჭარა – 34,
- იმერეთი – 143,
- ქვემო ქართლი – 37,
- შიდა ქართლი – 65,
- გურია – 84,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99,
- კახეთი – 76,
- მცხეთა-მთიანეთი – 28,
- სამცხე-ჯავახეთი – 13,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.