უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 38 წლის რატი შურღაია დაიღუპა.

ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, იზუმთან საომარი მოქმედებისას, სადაც რუსეთმა კასეტური ბომბები ჩამოყარეს, რატი შურღაიამ კანტუზია მიიღო. ის კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც მკურნალობის კურსის დასრულებამდე დატოვა.

„ჩემი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ პოლონეთში, იქ მუშაობდნენ. ოდესელი რძალი მყავს. ომი რომ დაიწყო, პოლონეთიდან გადავიდა უკრაინაში საომრად. იზუიმთან [ბრძოლაში] მიიღო კონტუზია. სამი დღეა, კონტაქტი არაა. წუხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ტყვიით არ დაღუპულა. წნევა ჰქონდაო”, – უთხრა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ დაღუპული მებრძოლის მამამ თენგო შურღაიამ.

24 თებერვალს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.