მოსკოვი ცხინვალს არ ეთანხმება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაში

В Кремле заявили о необходимости «подумать над формулировками» по референдуму в Южной Осетии

რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ცხინვალის მიერ, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება, სამართლებრივად  არასწორია.

17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაიმართება “რეფერენდუმი რუსეთს შემადგენლობაში შესვლაზე”, მაგრამ ფორმალურად  პლებისციტის კითხვა ასე დგას: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას?

“თუკი სერიოზულად მივუდგებით, ეს საკითხი იურიდიულად დასამუშავებელია. რადგან, თუ სწორად გვესმის, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად ჩამოყალიბებულია, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის გაერთიანება, ანუ იურიდულად ეს გარკვეულია კაზუსია”.

მისივე თქმით თუკი საკითხი შეეხება “გაერთიანებას”, მაშინ ეს რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომაც, საჭიროა ფორმულირებაზე ფიქრი. მე უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ რაიმე ნაბიჯები ამ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან არ გადადგმულა და არც იგეგმება”, – განაცხადა პესკოვმა.

რატომ შეიძლება გაუქმდეს ცხინვალში რეფერენდუმი

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.