„საქართველომ Buk უკრაინისგან იყიდა, დასამადლებელი არაფერი გვჭირს“ — იონათამიშვილი

„საქართველომ Buk უკრაინისგან იყიდა, დასამადლებელი არაფერი გვჭირს“ — იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა დღეს უპასუხა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის ბრალდებას.

კასიანოვმა უკრაინულ მედიაში გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ საქართველოსგან ითხოვა 2008 წელს გადაცემული სარაკეტო კომპლექს Buk-ის გადაცემა, ასევე, ანტისარაკეტო სისტემა „ჯაველინების“ დაბრუნება, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ დახმარებას არ აღმოუჩენს. ეს იქნებოდა პირდაპირი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნისა, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, — თქვა იონათამიშვილმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

რატი იონათამიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „საქართველო ამ ომში მხარედ არ დაფიქსირდება“.

„რაც შეეხება ბუკის სარაკეტო კომპლექსს, საქართველომ უკრაინისგან ის შეიძინა, ამაში ფულია გადახდილი და ცხადია, ჩვენ არავისგან დასამადლებელი არაფერი არ გვჭირს“, — თქვა „ოცნების“ დეპუტატმა.


უკრაინამ საქართველოს 2008-ში გადაცემული Buk-ის დაბრუნება სთხოვა — კასიანოვი

Редакция NewsTbilisi
Автор Редакция NewsTbilisi 31187 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.