ახალი ამბები

განკვეთილი ბერ-მონაზვნები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ ცნობენ

განკვეთილი ბერ-მონაზვნები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ ცნობენ

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა 7 სასულიერო პირი — ბერ-დიაკონი პეტრე ღუდუშაური, მონაზონი ათინოგენ მდივანი, მონაზონი დანიელ გვილავა, მონაზონი ამბროსი სხულუხია, მონაზონი დავით ხელაია, მონაზონი ბასილ გვილავა და მონაზონი მარკოზ წულაია — განკვეთა.

ყჭონდიდის მიტროპოლიტის ბრძანების თანახმად, ამ პირებს “ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში” მონაწილეობა ბრალდებათ და დაყვანილი არიან ერისკაცობამდე, ეკრძალებათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა და სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება. მათთან ერთად, გაგა ავალიანს და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალათ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში და სხვა საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საეკლესიო მიწების გამოყენება.

განკვეთილი სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ ცნობენ.

“ვის უნდა დავუტოვო მონასტერი, არაკაცებს და მატყუარებს? შემოვიდეს პოლიცია, რა უნდა ქნას? სანამ შემიძლია ვიბრძოლებ, მერე ხმალაობას ხომ არ დავუწყებ ვინმეს? სანამ ცოცხალი ვიქნები უკან არ გადავდგამ ნაბიჯს. მატყუარას და ცრუს მე არ ვემორჩილები”, – განაცხადა ათინოგენ მდივანმა.

ბერ-მონაზონ დანიელის თქმით, ბერი განკვეთის უფლება არავის აქვს.

“დამორჩილებას არ ვაპირებ. ჩემზე, რომ ამბობ განკვეთილია და ბერის სტატუსი არა აქვსო, ღვთის წინაშე მას არ აქვს არანაირი სტატუსი, ბერის სტატუსი არა აქვს. ბატონ სტეფანეს მოვახსენებ, რომ თვითონ ინებოს და თავისი ფეხით წავიდეს, სანამ სხვა ეტყვის და გასაქცევი ექნება. კანონმდებლობით დავხვდები პოლიციას, მე ჩემი იურისტები მყავს. ბერის განკვეთა არანაირად არ შეიძლება. მე არა მაქვს არანაირი დანაშაული. ამ შემთხვევაში კითხვები დავუსვი იმაზე, რაც ძალოვანმა სტრუქტურებმა ფაილები ამოუგდეს. რა შუაში ვარ მე, ვალდებული ვიყავი, როგორც ბერი დამესვა კითხვები”, — თქვა მან.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება უკვე 2 წელია მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც ეპარქია მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) დატოვა. მას მღვდელმთავრობა 2019 წლის 31 ოქტომბერს ჩამოართვეს სინოდის სხდომაზე. იმ დღეს სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ პატრიარქმა, მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.