ახალი ამბები

გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან

გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი წარადგინა.

„გიორგი ამილახვარი ძალიან კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის განათლების სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობა და იმ გამოწვევებს, რაც სისტემაში რჩება, სჭირდება გადაჭრა.

„დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოთ, რაც დღეს დარგში გვაქვს. მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

განათლება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

სამართლის დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:

2018 – 2019 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

2010 – 2020 წლებში – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;

2008 – 2010 წლებში – ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში – „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;

2007 – 2008 წლებში იყო მთავარი სპეციალიტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ასევე იხილეთ: 

„ერთხელ და სამუდამოდ, დიპლომების განათლებიდან ცოდნის განათლებაზე უნდა გადავიდეთ“ – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე EDU.ARIS.GE-სთან 2022 წელს აჯამებს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.