ახალი ამბები

13 დეკემბრიდან საჯარო ბაღებს COVID-19-ის შემთხვევებზე ახალი რეაგირება ექნებათ – რეგულაციების დოკუმენტი

13 დეკემბრიდან საჯარო ბაღებს COVID-19-ის შემთხვევებზე ახალი რეაგირება ექნებათ – რეგულაციების დოკუმენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონა-ვირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა.

12 დეკემბერს გამოქვეყნებული რეგულაციებით, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები 2021 წლის 13 დეკემბრიდან იხელმძღვანელებენ.

განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.