ახალი ამბები

სამეცნიერო დისკუსია: „სამართალი და ბიზნესი: გამოწვევები და შესაძლებლობები“ კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton Georgia -ს შორის პარტნიორობის ფარგლებში სამეცნიერო დისკუსია გაიმართა თემაზე: „სამართალი და ბიზნესი: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

დისკუსია CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა, ხოლო ღონისძიებას მოდერაცია კანცლერის მრჩეველმა მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, ზვიად გაბისონიამ გაუწია.

დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა სამართლის დარგის ახალ და აქტუალურ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, ძირითადად, ბიზნეს სამართლის მიმართულებით. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა:

  • „ელექტრონული ხელშეკრულება და ელექტრონული ხელმოწერა ციფრულ სამყაროში“; სპიკერი: ნინო ჯოლია, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი;
  • „მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილებები და გამოწვევები“; სპიკერი: გურამ ჩადუნელი, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი იურისტი;
  • „ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის რეგულირება ქართულ სამართალში“; სპიკერი: მიხეილ კუპატაძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი იურისტი;
  • „ხელოვნურ ინტელექტსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს შორის დისკურსი“; სპიკერი: ნინო ყველაიძე, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მრჩეველი;
  • „საჯარო-კერძო პარტნიორობა: სამართლებრივი განზომილება და საქართველოში განვითარების შესაძლებლობები“, სპიკერი: გიორგი ხატიძე, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
  • „ელექტრონული კომერციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები“; სპიკერი: ზვიად გაბისონია, CIU-ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში;
  • „ვალაუვალობის ახალი კანონის გამოწვევები“; სპიკერი: როინ მიგრიაული, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების ხელმძღვანელი“;
  • „აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლის კონტექსტში“; სპიკერი: ლარა ნაჭყებია, CIU-ს სამართლის დოქტორანტი.

ცნობისთვის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Grant thornton“-თან, რომელიც მსოფლიო რეიტინგებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 9 დეკემბერს გააფორმა. თანამშრომლობა ერთობლივ სამეცნიერო აქტივობებს, ლექცია-სემინარებს, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.