ახალი ამბები

CIU-ს მორიგი წარმატება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების მიმართულებით

CIU-ს მორიგი წარმატება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების მიმართულებით

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ სამედიცინო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა “MEDU”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სამედიცინო პლატფორმა “MEDU“-ზე სემინარების/ვორქშოფების/ლექციების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთვება, რასაც ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო პლატფორმა. ასევე, პლატფორმისთვის პრიორიტეტულ პირობას წარმოადგენს, არადისტანციურად დაგეგმილ ღონისძიებებში სტუდენტების ჩართვა, უნივერსიტეტის მიერ სააუდიტორიო სივრცის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

აღსანიშნავია, რომ CIU პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც “MEDU”-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ და “MEDU“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, ქეთევან ტაბუცაძემ მოაწერეს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.