ახალი ამბები

სკოლაში სწავლის განახლების მესამე კვირას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 26 081-მა მოსწავლემ მოითხოვა

სკოლაში სწავლის განახლების მესამე კვირას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 26 081-მა მოსწავლემ მოითხოვა

3 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 26 081-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 4 604-მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 36 202 მოსწავლე გადავიდა.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს თავად შეუძლიათ ონლაინ სწავლების რეჟიმი აირჩიონ, ერთმანეთის მიყოლებით იხურება მთლიანად სკოლები, რადგან მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირდება. 29 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი  დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი ირწმუნება, რომ ინფიცირების შემთხვევები პროცენტულად არ არის გაზრდილი არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში. ექიმების ინფორმაციით კი, ბავშვთა ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 15%-ია.

3 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი. დღეისათვის ქვეყანაში 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 936 (2.22%) სრულად აცრილია – 2 779 (1.57%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 455 (15.36%) სრულად აცრილია-10 873 (13.41%).

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

ასევე იხილეთ:

186 საბავშვო ბაღიდან 115 დახურულია – კოვიდსტატისტიკა თბილისის ბაღებსა და ბავშვებში

განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს დახმარებისკენ მოუწოდებს

სკოლებში სწავლა გაგრძელდება – საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვა არ დააწესა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.