ახალი ამბები

რა ცოდნა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლის შემდეგ – რა წერია ესგ-ში

რა ცოდნა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლის შემდეგ – რა წერია ესგ-ში

ეროვნულ სასწავლო გეგმაში კომპიუტერული ტექნოლოგიები მოაზრებულია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, თუმცა ის ასევე განიხილება როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გამჭოლად გასდევს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას. ამ მიმართულებით განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომლის ცვლილებაც განათლების მინისტრმა თებერვლის თვეში დაამტკიცა, განსაზღვრულია თუ რა ეცოდინება, უფრო ზუსტად კი რა უნდა იცოდეს სკოლის მოსწავლებ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების კვვალდაკვალ.

ცხადია, ეს ჩამონათვალი სწავლა-სწავლების შედეგით იქნება მიღწეული და წინასწარი გარანტია არ არსებობს, თუმცა მიზანი ასეთია: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შემდეგ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ, ასევე მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

“კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას”, – წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

1. მოსწავლემ გააცნობიეროს კომპიუტერული ტექნოლოგიებით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები;

2. მოსწავლეს შეეძლოს კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო და რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას;

3. მოსწავლე ფლობდეს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ციფრულ საშუალებებს;

4. მოსწავლე ფლობდეს ალგორითმულ აზროვნებას. შეეძლოს მისი გამოიყენება სხვა მეცნიერებებში, ლოგიკური კავშირების/ბმების დასანახად;

5. მოსწავლე ფლობდეს კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება);

6. მოსწავლე ფლობდეს ციფრული პროდუქტის შესაქმნელ საშუალებებს.

ესგ განმარტავს, რომ დაწყებით საფეხურზე საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების შესწავლას გულისხმობს. საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

საგნის სწავლების სტანდარტზე დეტალურადაა განმარტებული ეროვნული სასწავლო გეგმის 76-ე მუხლში.

ასევე იხილეთ:

„წარმატებულია სკოლები, რომლის მასწავლებელს საკუთარი შეცდომის აღმოჩენა შეუძლია“ – გარდა ქულებისა, როგორ შეიძლება შეაფასოს პედაგოგმა მოსწავლე?

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.