ახალი ამბები

დიმიტრი ცქიტიშვილის ონლაინ საჯარო ლექცია CIU-ში

დიმიტრი ცქიტიშვილის ონლაინ საჯარო ლექცია CIU-ში

17 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – “შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის’’, რომელსაც უძღვებოდა დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე.

ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად ღირებული ცვლილებები განხორციელდა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და სტაჟირების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მხრივ.

სპიკერმა ყურადღება გაამახვილა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სამუშაო დროის რეგულირება, გარანტირებული შესვენებისა და დასვენების დრო, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის საკანონმდებლო რეგულირების საკითხები და სხვ. ასევე, საუბრისას ყურადღება გამახვილდა შრომის ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და განვითარების პროცესზე.

მომხსენებელმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ახალი შრომითი კანონმდებლობა იძლევა ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, როგორც შრომითი უფლებების დაცვის, ისე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიემართათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.