ახალი ამბები

რამდენი მოსწავლე დაუბრუნდა დასწრებულ სწავლებას და რამდენი გადავიდა ონლაინზე – 24 თებერვლის სტატისტიკა

რამდენი მოსწავლე დაუბრუნდა დასწრებულ სწავლებას და რამდენი გადავიდა ონლაინზე – 24 თებერვლის სტატისტიკა

24 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 3 575-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 23 025 -მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა. განახლებული სტატისტიკა EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 8 992 მოსწავლე გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 25 325-მა მოითხოვა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ 22 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა შეზღუდვები გააუქმა, თუმცა როგორც მოგვიანებით განმარტეს, შეზღუდვების შემსუბუქება საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ამჯერად არ გავრცელდება.

რაც შეეხება ვაქცინაციას მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებში, ასევე 24 თებერვლის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 024 (2.27%), სრულად აცრილია – 3 112 (1.75%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 512 (15.43%) და სრულად აცრილია- 11 044 (13.62%).

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო: სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.