ახალი ამბები

კონდოლიზა რაისი: შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია, აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი

კონდოლიზა რაისი: შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია, აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი

ავტორი: „ამერიკის ხმა“

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ჰუვერის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, “ამერიკის ხმის” უკრაინულ რედაქციას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები გვერდში უდგას უკრაინას და ეხმარება მას, თუმცა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ამის მაგალითად რაისს მოყავს ის საჭიროება, რომლის განსაზღვრაც რამდენიმე თვის წინ რთული არ იქნებოდა, კერძოდ კი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემების მიწოდება იმისთვის, რომ რუსეთის მიერ აღეკვეთა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა აღკვეთილიყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასავლეთს მოუწოდებს, რომ წინმსწრებად იმოქმედოს და უკრაინას მისცეს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.

რაისის თქმით, უკრაინა არ ითხოვს ამერიკული ჯარების დახმარებას. “იქ უკრაინელები იბრძვიან და იტანჯებიან საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას”. ის ასევე დასძენს, რომ “აშშ-ის ინტერესებში შედის რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს”.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იქნა დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, “პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც ნატოს შეუძლია”.

კონდოლიზა რაისს მიაჩნიან, რომ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები უნდა დაწესებულიყო ორივე შემთხვევაში, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, “ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთვევაში. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას”

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.