პრემიერმა სკოლების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის შემადგენლობა დაამტკიცა – სია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 7 თებერვლის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით და საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 12 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მალაზონია დავით – შპს „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე;
მამსიკაშვილი თამარ – აზიის განვითარების ბანკის პროგრამის „თანამედროვე უნარების უკეთესი დასაქმებისთვის“ სკოლების გაძლიერების სპეციალისტი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ბაბილუა პეტრე – შპს “ევროპული სკოლის” მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გაბოშვილი ნატო – „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი პროგრამის მათემატიკის საგნობრივი ექსპერტი;
გიგიბერია გიორგი – ა(ა)იპ – ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი;
გიგიბერია ია – შპს „ქართული სასწავლებლის – თბილისის“ მასწავლებელი, ქიმიის საგნობრივი ექსპერტი;
გოგუაძე ზვიად – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;
კვირიკაშვილი ეკატერინე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;
მამფორია მაკა – შპს „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი;
მეკრავიშვილი შალვა – სსიპ – შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
ნატროშვილი ქეთევან – შპს „ქართული სასწავლებელი – თბილისის“ დირექტორის მოადგილე;
ჯინჭარაძე მანანა – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტი – საბჭოს მდივანი.
ცნობისთვის, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით. იგეგმება ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცვლილება, რასაც, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი განმარტავს, მოჰყვება ქვეყანაში განათლების ხარისხის კულტურის დამკვიდრების მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
“ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საბჭოს როლი და მანდატი. ის შემფასებელთან ერთად განმავითარებელ ფუნქციასაც ატარებს. შესაბამისად, საბჭომ არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, სკოლებს რეალისტური, მათ სპეციფიკაზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები უნდა მისცეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს 120-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უწევს რეავტორიზაცია, რომლებიც მოქმედი სტანდარტების შესაბამისად შეფასდებიან”, – აცხადებენ ხარისხის ცენტრში.
ასევე იხილეთ: