ახალი ამბები

ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა – 3 მარტის სტატისტიკა

ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა – 3 მარტის სტატისტიკა

3 მარტს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 493 -მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 7 340 -მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა. განახლებული სტატისტიკა EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 3 575 მოსწავლე გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 23 025-მა მოითხოვა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა შეზღუდვები გააუქმა. მათი ნაწილი ძალაში პირველი მარტიდან შევიდა, ნაწილი კი უფრო ადრე, თუმცა როგორც მოგვიანებით განმარტეს, შეზღუდვების შემსუბუქება საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ამჯერად არ გავრცელდება.

რაც შეეხება ვაქცინაციას მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებში, ასევე 3 მარტის  მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 042 (2.28%), ხოლო სრულად აცრილია – 3 164 (1.78%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 525(15.45%), ხოლო სრულად აცრილია- 11 082 (13.67%).

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

ასევე იხილეთ:

„2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მოსწავლეთა 2% საერთოდ არ ესწრებოდა გაკვეთილებს“

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.