ახალი ამბები

„სამწუხაროა, რომ ამოცანები დამტკიცებაზე, რომელიც ადამიანს ანალიზისა და მსჯელობის უნარს უვითარებს, სკოლაში არ ისწავლება“

„სამწუხაროა, რომ ამოცანები დამტკიცებაზე, რომელიც ადამიანს ანალიზისა და მსჯელობის უნარს უვითარებს, სკოლაში არ ისწავლება“

„ამოცანები დამტკიცებაზე შედის ტესტში?“ – ეს კითხვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელს, ზაზა თევდორაძეს აბიტურიენტმა 17 მარტს დაუსვა. სპეციალისტი 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამართულ ღია კარის დღეზე, მათემატიკის გამოცდასთან დაკავშირებულ კითხევებს პასუხობდა.

„არ შედის. სამწუხაროა, რომ არ შედის. შედეგი რა იქნება, წინასწარ არის ცნობილი. დამტკიცებაზე ამოცანებს სკოლაში არ აკეთებენ და მე ვთვლი, რომ არ არის კარგი, რომ არ შედის, იმიტომ, რომ ეს დედუქციურ მსჯელობას ავითარებს, აუმჯობესებს და საერთოდ, ანალიზის უნარს უვითარებს ადამიანს და კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შედის თითქმის არცერთ სკოლაში. თითო-ოროლა სკოლას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ამოცანები დამტკიცებაზე ყურადღების მიღმაა“, – ამბობს ზაზა თევდორაძე.

სკოლებში ესა თუ ის საგანი რომ სასურველ დონეზე ვერ ისწავლება და შესაბამის განათლების დონესაც ვიღებთ ქვეყნის მასშტაბით, ახალი ამბავი არ არის, თუმცა როდესაც საგნის სპეციალისტები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, საკითხავია, რატომ არ იცვლება მიდგომა კონკრეტული საგნების სწავლების მიმართ. EDU.ARIS.GE, დეტალურად თემაზე, ამოცანები დამტკიცებაზე საქართველოს სკოლებში, ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ.

ასევე იხილეთ:

„წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ გამსწორებელი და აბა თუ ადვილია გაგება იმისა, რასაც წერთ“ – მითითებები 2022 წლის აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდისთვის

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.