ახალი ამბები

ვაგრძელებთ კიევზე მტრის თავდასხმის მოგერიებას – უკრაინა

ვაგრძელებთ კიევზე მტრის თავდასხმის მოგერიებას – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მისი სამხედროები განაგრძობენ რუსეთის ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების მოგერიებას ქალაქ კიევზე. აღნიშნულის შესახებ 26 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გენერალური შტაბის თქმით, რუსეთი სწრაფად ვერ ავსებს დანაკარგებს და ვერ ახერხებს სწრაფ გადაჯგუფებას, მისი აღჭურვილობა კი “ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაშია” “წინასწარი გაუფრთხილებლობით ექსპლუატაციისა” და “ხანგრძლივი შენახვის გამო”.

უკრაინის თანახმად, რუსეთის ძალები არ წყვეტენ თავდასხმითი ოპერაციების მცდელობებს ზოგიერთ რაიონში, ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს და ცდილობენ, ზიანი მიაყენონ უკრაინულ ქვედანაყოფებს. კიევი ამბობს, რომ აღნიშნული მცდელობები წარუმატებელია.

“სოციალური კომპონენტის გაუარესება საერთაშორისო სანქციების გამო და ომის დროს მიღებული დანაკარგები უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, გაამწვავებს რუსული არმიის ხარისხიანი პერსონალით დაკომპლექტების პრობლემას”, — დასძენს უწყება.

კიევის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის შეტევები, გაანადგურეს მოწინააღმდეგის 8 ტანკი და 11 ერთეული სატრანსპორტო ტექნიკა.

განცხადების თანახმად, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა რუსეთის კუთვნილი 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.