მაკრონის თქმით, გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავი შეიკავა ეწოდა უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის გენოციდი, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცოტა ხნით ადრე გააკეთა.

მაკრონს France 2-ის ეთერში კითხეს, გამოიყენებდა თუ არა მსგავს ტერმინს, რაზეც მან უპასუხა, რომ იგი „უფრო ფრთხილად იქნებოდა მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან, რადგან ეს ორი ხალხი (უკრაინელები და რუსები) ძმები არიან“.

„მინდა გავაგრძელო ჩემი მცდელობა, რამდენადაც შემიძლია, რომ ეს ომი შევაჩერო და მშვიდობა აღვადგინო. მე დარწუნებული არ ვარ, რომ ეს რიტორიკა (ტერმინ გენოციდის გამოყენება) ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, რომელშიც ემანუელ მაკრონი და მარინ ლე-პენი მიიღებენ მონაწილეობას.

მაკრონი წინა საარჩევნო პერიოდში უკრაინის ომის შეჩერების პროცესში აქტიურად ჩართულ პოლიტიკოსად ცდილობდა პოზიციონირებას. მან იმიჯის შეცვლაც სცადა. რამდენიმეჯერ გაავრცელა ფოტოები, სადაც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ჰუდი ეცვა და აცხადებდა, რომ ესაუბრებოდა პრეზიდენტებს პუტინსა და ზელენსკის.

იგი ამ ქმედებების გამო, ამომრჩეველთა ნაწილში დაცინვის ობიექტი გახდა.

მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდია.

უკრაინელი მხარის თანახმად, რუსი სამხედროები მათ მიერ დაკავებულ დასახლებებში ომის დანაშაულს სჩადიან.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტროლი აღადგინა ქალაქ ბუჩაზე, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოსახლის ცხედარი, რომელთაც ხელები შეკრული ჰქონდათ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი შეპყრობის შემდეგ დახვრიტეს.

უკრაინის თანახმად, ვითარება სხვა ქალაქებში იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ბუჩაში იყო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.