ახალი ამბები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები ცნობილია – პროცედურა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები ცნობილია – პროცედურა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის 2 მაისიდან იწყება და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2022 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ორასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.

“აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მოქმედებს ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. კერძოდ, აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი, რომელიც სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. გაზრდილია დუალური პროგრამების რაოდენობაც. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით, რაც პროფესიის რეალურ სამუშაო გარემოში დაუფლებას გულისხმობს”, – წერს სამინისტრო.

უწყების ინფორმაციითვე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება, ასევე, ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების შესაბამისად. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.

2022 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ვებგვერდზე – vet.emis.ge.

პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.

ასევე იხილეთ:

რომელ უნივერსიტეტებს გაუუქმდათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – საბჭოს გადაწყვეტილებები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.