ახალი ამბები

კსუ-მ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

კსუ-მ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოში დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ძირითად მიზანს ახალგაზრდა თაობაში დაზღვევის შესახებ ფინანსური განათლების ამაღლება წარმოადგენს. მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში სტაჟირების გავლას შეძლებენ, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. სტუდენტები ასევე შეძლებენ გაეცნონ მსოფლიო სადაზღვევო სექტორის განვითარების ტენდენციებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დავით ონოფრიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: დაზღვევის ისტორია საქართველოში, მისი ფუნქცია და როლი ჩვენს ცხოვრებაში, სადაზღვევო სექტორში არსებული გამოწვევები, ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამსახურის კომპეტენციის ფარგლები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.