თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა
თურქეთში წლიური ინფლაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმზეა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 69.97 პროცენტს მიაღწია.
ბოლოს ამაზე მაღალი წლიური ინფლაცია 2002 წლის თებერვალში იყო – 73.08 პროცენტი.
თურქეთში ინფლაციის დონის სწრაფი ტემპებით ზრდა 2021 წელს დაიწყო.
იმ დროს როდესაც ინფლაცია იზრდება, როგორც წესი, ეროვნული ბანკები ამკაცრებენ მონეტარულ პოლიტიკას, შესაბამისად ზრდიან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რაც აძვირებს ამ განაკვეთზე მიბმულ სესხებს, რაც, მათ შორის ამყარებს ეროვნულ ვალუტას, თუმცა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანახმად, მაღალი საპროცენტო განაკვეთებით სარგებელს ცალკეული ინტერეს ჯგუფები იღებენ, ამის გამო მან 2021 წელს რამდენიმეჯერ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
ამჟამად თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14.0 პროცენტია.