ახალი ამბები

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველს განმარტავს

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული რეკომენდაციების საფუძველს განმარტავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დღეს სატელევიზიო მედიასთან საუბარში, პირდაპირ ეთერში უპასუხა კითხვას სასკოლო ექსკურსიების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით და ჩამოთვალა რა დათქმებით იქნება შესაძლებელი სკოლის მიერ ექსკურსიის ორგანიზება.

საუბარია იმაზე, რომ ახალი რეგულაციით, საექსკურსიო ლოკაცია სკოლიდან 150 კილომეტრზე შორს არ უნდა იყოს. აკრძალულია ღამისთევით ექსკურსიაზე წასვლა. გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე და ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

მინისტრის მოადგილეს არ უპასუხია რამ განაპირომა 150-კილომეტრიანი შეზღუდვის დაწესება.

“მივესალმებით ექსკურსიას, მით უმეტეს კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ბავშვები ჩაკეტილები იყვნენ და არ ჰქონდათ საშუალება ამ ძალიან სასიამოვნო პროცესში ჩართულიყვნენ, მაგრამ მთავარი არის უსაფრთხოება. ამ დროს არსებობს საგზაო მოძრაობის კანონი, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და არამხოლოდ ეს. არის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსკურსიების წარმოების შესახებ და სადაც დეტალურად არის გაწერილი რას უნდა აკმაყოფილებდნენ და ვინ რა უნდა მოითხოვოს, რომ ეს ექსკურსია შედგეს, ეს აქვთ სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

ჩვენ ძალიან მასშტაბურად ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით, და ვიდრე ამ რეკომენდაციებს მივცემდით სკოლებს, ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთანაც გავიარეთ, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ დაგვეგეგმა ეს ექსკურსიები. როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოება არ არის, იყო ეს პანდემიის თემაც. ეს შესაბამის კომპეტენტურ ადამიანებთან და რგოლებთან ერთად გავლილი რეკომენდაციების მთელი ნუსხაა. აუცილებელია ტექნიკური გამართულობა ტრანსპორტის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, პასუხისმგებლობას იღებს სკოლა, მისი ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია. მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ექსკურსიების დაგეგმვის დროს იყოს მშობლის თანხმობა, ან მშობელი თან ახლდეს აუცილებლად მოსწავლეს და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი რეკომენდაციების ქვეშ ვაძლევთ საშუალებას სკოლებს, რომ განახორციელონ ექსკურსიები”, – განაცხადა დღეს მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

ასევე იხილეთ:

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.