ახალი ამბები

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ქართულის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები – „ნაეკის“ პასუხი

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ქართულის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები – „ნაეკის“ პასუხი

6 ივლისს დასრულდა 2022 წლის აბიტურიენტების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

გამოცდა სულ ხუთ სესიად ჩატარდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი აპლიკანტისთვის დამატებითი სესია უნდა გაიმართოს, გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ჯერ არ გამოქვეყნდება.

EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან, თუმცა განუმარტავენ, რომ ტესტები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ძირითადთან ერთად, ჩატარდება ქართულის გამოცდის დამატებითი სესიაც.

დამატებითი სესიების ჩანიშვნა წელს დაშვებულია როგორც აპლიკანტისთვის კორონავირუსის დადასტურების, ისე სხვა განონით განსაზღვრული მიზეზებით.

ვიდრე შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო ტესტების ვარიანტებს გამოაქვეყნებს, იხილეთ აბიტურიენტების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოყოლილი საკითხები, რომელიც მათი ინფორმაციით, სესიების განმავლობაში შეხვდათ:

„ჯაყოს ხიზნები“ და „წერილი დედას“ – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის ბოლო, მეხუთე სესიაზე

„რთული იყო, მაგრამ კარგად დავწერეთ“ – ქართულში გამოცდების მეორე დღის საკითხები აბიტურიენტებისგან და შეფასებები

ქართულში პირველი საგამოცდო დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ორ სესიაზე აბიტურიენტებმა და როგორია მოლოდინები

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.