ახალი ამბები

რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის

რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გამოაცხადა რიგგარეშე მობილობა შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის.

EDU.ARIS.GE შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გასულ დღეებში წერდა.

როგორც 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა – 2022 წლის 11 ივლისიდან – 15 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

ხოლო რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებლივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 08 აგვისტოდან – 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვრა – არაუგვიანეს 2022 წლის 18 აგვისტო.

„შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების საყურადღებოდ! მობილობით სარგებლობისათვის პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა – 2022 წლის 25 ივლისიდან 8 აგგვისტოს ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 8 აგვისტომდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რიგგარეშე მობილობით დაინტერესებულ პირებთან, 2022 წლის 20 ივლისს 15 საათზე, გაიმართება შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

Meeting ID: 885 6594 6433
Passcode: 474624

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.