ჯო ბაიდენს კოვიდი კვლავ დაუდასტურდა
თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მეორედ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება.
ექიმის თანახმად, პრეზიდენტს კოვიდ-19-ის სიმპტომები არ აქვს.
იგი თეთრ სახლში თვითიზოლაციაში იქნება.
ბაიდენს კორონავირუსი თავდაპირველად 21 ივლისს დაუდასტურდა.
26-27 ივლისს კოვიდის ტესტმა უჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ უდასტურდებოდა კოვიდით ინფიცირება.
Комментарии в Facebook