ახალი ამბები

უკრაინული წყარო 4 სოფლის გათავისუფლებაზე იუწყება, რუსეთი — კონტრშეტევის ჩაფლავებაზე

უკრაინული წყარო 4 სოფლის გათავისუფლებაზე იუწყება, რუსეთი — კონტრშეტევის ჩაფლავებაზე

უკრაინელმა ჯარებმა ოთხი სოფელი დაიბრუნეს სამხრეთით, ხერსონთან ახლოს, თუმცა  მათი მთავარი სამიზნე ქალაქი ხერსონია, — ამის შესახებ CNN-ს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყარომ განუცხადა.

„ოპერაცია ღამით დაიწყო. შეტევის ძირითადი მიმართულება იყო პრავდინზე. ჩვენ დავარტყით მათ ქვეითებს დნრ-დან (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) და ლნრ-დან (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) და ისინი გაიქცნენ. რუსული დესანტი მათ უკან მიჰყვა. გავათავისუფლეთ ოთხი სოფელი. მათი თავდაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გარღვეულია“, — აცხადებს CNN-ის წყარო, რომლის ინფორმაციითაც, უკრაინელებმა დაიბრუნეს კონტროლი შემდეგ სოფლებზე: ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკი, ტომინა ბალკა და პრავდინე.

უკრაინული წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ბევრი სამხედრო და ტექნიკა დაკარგა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, უკრაინის კონტრშეტევის ჩაფლავების შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, უკრაინის ჯარებმა დიდი დანაკარგი განიცადეს მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში სამი მიმართულებით წარუმატებელი შეტევის დროს.

„განადგურდა 26 უკრაინული ტანკი, 23 ქვეითი საბრძოლო მანქანა, კიდევ ცხრა ჯავშანტექნიკა, ჩამოაგდეს ორი სუ-25 შემტევი თვითმფრინავი. მოწინააღმდეგემ 560-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

დღეს უკრაინულმა მედიამ „კახოვკის“ მებრძოლზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში რუსული დაცვის პირველი ხაზი გაარღვია.

უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება უკრაინის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე არ გაუკეთებია. პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, „არ ისპეკულირონ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ან უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებებამდე“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.