ინკლუზიური განათლება – კომპლექსური დავალებების ბანკი და სხვა რესურსები
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მასწავლებლებისთვის არაერთი სხვადასხვა რესურსები იქმნება.
ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის, “ზოგადი განათლების რეფორმის” ფარგლებში არსებულ სხვადასხვა რესურსებს 30 მარტს დაემატა კომპლექსური დავალებების ბანკი ინკლუზიურ განათლებაში.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ: ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გზამკვლევი და ვიდეო ინსტრუქციები; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშები; ადაპტირებული კომპლექსური დავალებების ნიმუშები; ვიდეოგზამკვლევები და საგნობრივი გზამკვლევი.
რესურსები და კომპლექსური დავალებების ბანკი საგანში ინკლუზიური განათლება
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.
ასევე იხილეთ:
კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IV კლასებისთვის
კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები