ახალი ამბები

დეპუტატი: განათლების მინისტრს დავუსვამ ამ კითხვებს, როცა პარლამენტში მოვა

დეპუტატი: განათლების მინისტრს დავუსვამ ამ კითხვებს, როცა პარლამენტში მოვა

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში უნივერსიტეტები არ ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლები შეღავათიანი პირობებით შესთავაზონ და ინიციატივით გამოდის, უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის მისანიჭებლად აუცილებელ პირობად საერთო საცხოვრებლების ქონა განისაზღვროს.

მისი თქმით, უნივერსიტეტებმა სტუდენტებს უნდა შესთავაზონ საერთო საცხოვრებლები მისაღები ფასითა და დამაკმაყოფილებელი პირობებით, რადგან ის, რომელიც ამჟამად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია, ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, რაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს უამრავ პრობლემას უქმნის. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, განათლების სამინისტროს მარტივად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, თუ უნივერსიტეტებს ავტორიზაციის წინაპირობად საერთო საცხოვრებლების არსებობას ჩაუდებს.

„სამწუხაროდ, სასწავლო წლის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, პრობლემებთან გამკლავების დაწყებასთან ასოცირდება. რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს დახვდათ ბინებზე გაძვირებული ფასები, ვერ შოულობენ ბინებს და სოციალურ ქსელში მეწყვილეს ეძებენ, რომ ფართები ერთმანეთთან გაიზიარონ. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს. ევროპა თუ გვინდა, ისიც გვეცოდინება, რომ იქ უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებს შეღავათიან ფასებში, ამ დროს უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ რეგიონში პირველი უნივერსიტეტია, ელემენტარულ პირობებს არ სთავაზობს თავის სტუდენტებს. საერთო საცხოვრებელში, რომელიც ბაგებშია, თავმოყვარე ადამიანის შეშვება საერთოდ არ შეიძლება. უნივერსიტეტები არ ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლები შეღავათიანი პირობებით შესთავაზონ. ეს პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს, დღეს ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ გადაცემებში, თოქ-შოუებში, რაც, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. დღეს პოლიტიკოსები მოწყვეტილი ვართ იმ პრობლემებს, რაც ხალხს აწუხებს, ამის შემდეგ რატომ გვიკვირს, რომ პოლიტიკოსების მიმართ ნდობა არ არსებობს? არ ვამართლებთ მათ მოლოდინებს და არ ვზრუნავთ მათი პრობლემების მოგვარებაზე.

„განათლების მინისტრს დავუსვამ ამ კითხვებს, როცა პარლამენტში მოვა, ამაზე ვსაუბრობდი შარშანაც და ვისაუბრებ მომავალშიც. განათლების სამინისტროს მარტივად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, თუ უნივერსიტეტებს ავტორიზაციის წინაპირობად საერთო საცხოვრებლების არსებობას ჩაუდებს. თუ ევროპული განათლება და მომავალი გვინდა, სტუდენტებს განათლების სრულ პაკეტს უნდა ვთავაზობდეთ, ჩვენს შვილებს სასწავლო წლის დაწყება ფინანსური ვალდებულებების გამო არ უნდა ეშინოდეთ“ – აცხადებს ლევან იოსელიანი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტით მიღწეული შედეგი და სამომავლო მიზნები

წყარო: TV იმედი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.