ახალი ამბები

სახლთან დახვდნენ და სცემეს ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი – ხაბეიშვილი

სახლთან დახვდნენ და სცემეს ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.

„რამდენიმე წუთის წინ, “ნიღბებით” საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი – დავით ოსიყმიშვილი … სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა …. “ბესპრიძელია” – ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს! … მოქმედება დაწყებული აქვთ … უნდა მოვერიოთ ამ პუტინისტ ღორებს“, – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდობა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.