ქართული დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში CIU-ში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ქართული დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ლექცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ქართული დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს დიპლომატიის უახლესი ისტორია 1991 წლიდან დღემდე“.
ლექციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი მიხელ უკლება უძღვებოდა. სპიკერმა ძირითადად 90-იანი წლების საქართველოს პირველი დიპლომატიური ნაბიჯები მიმოიხილა და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.