ევროპის უნივერსიტეტს” ხვალ, 6 დეკემბერს, ცნობილი ამერიკელი მოსამართლე და ადვოკატი ეწვევიან
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის მოწვევით ხვალ ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მარკ სპაისერი და სისხლის სამართლის მიმართულებით ცნობილი ამერიკელი ადვოკატი ეწვევიან.
სტუმრები ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე: “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში”.
ლექციაზე დასწრება შესაძლებელია როგორც “ევროპის უნივერსიტეტის”, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
საჯარო ლექციას დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.
ლექციაზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატებიც.
ლექცია გაიმართება “ევროპის უნივერსიტეტში”, გურამიშვილის 76-ში, ჟვანიას სახელობის დარბაზში.