ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, ხოშტარიასთან ექიმთა 24-საათიანი მორიგეობა დაწესდა

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, ხოშტარიასთან ექიმთა 24-საათიანი მორიგეობა დაწესდა

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები იმორიგევებენ. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარიასთან ექიმთა 24-საათიანი მორიგეობა ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით დაწესდა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, ის სტაბილურადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჩვენ ახლა ვიმყოფებოდით პაციენტთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თავს მხნედ გრძნობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია მეექვსე დღეა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ხოშტარიამ დღეს, 8 ნოემბერს, გონება დაკარგა და მასთან დღეს სასწრაფო დახმარების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.

ელენე ხოშტარია ამ დრომდე უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციასა და გადასხმაზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.