განათლების სამინისტრომ X კლასის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოზე გრიფირება გამოაცხადა
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება გამოსცა.
როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში კი I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა, მაგრამ გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში: 1. სამოქალაქო განათლება (პროექტული სწავლება) X კლ; 2. მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (X კლასი).
პირველი ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ ბრძანება მისი რამდენიმე დანართის შესაბამისად უნდა აღსრულდეს, რაც სამინისტროსგან გამოქვეყნებული არ არის.
ასევე იხილეთ:
რომელ საგნებში ვერ შეირჩა გრიფირებული სახელმძღვანელოები და როდის გამოცხადდება კონკურსი