ახალი ამბები

“აიცერი და მოიგე” – ყველაფერი ვაქცინაციის ლატარიის წესებზე

“აიცერი და მოიგე” – ყველაფერი ვაქცინაციის ლატარიის წესებზე

“საქართველოს ეროვნული ლატარია”, რომელიც 13 სექტემბრიდან ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას ჩაატარებს, განმარტავს გათამაშების წესებსა და პირობებს.

კომპანიის განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან მომავალში აიცრება, ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობას მიიღებს.

13 სექტემბრიდან, ყოველდღე, კომპანიის განცხადებით, გათამაშდება 100 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები, ყოველკვირეულად კი, 1000-დან 10 000 ლარამდე. ამასთან, ბოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31დეკემბერს “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge , ყოველდღე, 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული – ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

კომპანია განმარტავს, რომ StopCovid ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში “აიცერი და მოიგე” მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

“საქართველოს ეროვნული ლატარიის” თქმით, პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება “აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

ამასთან, კომპანიის განცხადებით, მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს “აიცერი და მოიგეს” ყველა გათამაშებაში.

StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე, სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.

მაგალითად, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში , თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

“რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი”, – აცხადებენ კომპანიაში.

“საქართველოს ეროვნული ლატარიის განცხადებით”, StopCovid ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე: www.stopcov.lotto.ge-ზე.

რაც შეეხება 18 წლამდე აცრილ პირებს, მათი ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს.

კომპანიის თქმით, StopCovid ლატარიის “აიცერი და მოიგეს” 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია “საქართველოს ეროვნული ლატარიის” სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

ხშირად დასმული კითხვები

ვინ არის ორგანიზატორი

“აიცერი და მოიგე”  – StopCovid ლატარიის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.

როგორ ჩაერთოთ გათამაშებაში

ლატარიაში ჩასართვად და 100 000 ლარის მოსაგებად მომხმარებელმა უნდა ჩაიტაროს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით.

ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული ჯავშნის კოდის მიხედვით მოხდება.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს’’ ყველა გათამაშებაში.

StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე, სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

როგორ გაიგებთ მოგების შესახებ

StopCovid ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროსNDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.

როგორ მოხდება მოგების განაღდება

StopCovid ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

სად და როდის გაიმართება გათამაშება

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე, ყოველდღე, 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ასევე 12 საათზე, შემაჯამებელი გათამაშება კი 31 დეკემბერს “საქართველოს ეროვნული მაუწყებლის” ეთერში გადაიცემა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.